გვახსოვდეს გავრილოვის ღამე" - დღეს, 20 ივნისს, 19:00 საათზე თბილისში, პარლამენტის წინ, ხოლო ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა დაფიონია.
გავრილოვის ღამიდან 5 წელი გავიდა.
2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რაკეტისებრი და რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
აქციის მონაწილეები რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.